ვაკეში ცოტა ხნის წინ მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კორპუსთან მოხდა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 2 მუხლით დაიწყო, კერძოდ, 236 -ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე მუხლით (სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება). ბოლო ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.