LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაია: „მერამდენე ასეთი დილაა – ხან ვაკის პარკში; ხან ბატუტზე; ხან საქანელაზე.. მრავალჯერ დაწერილს ისევ დავწერთ, მრავალჯერ წაკითხულს ისევ წავიკითხავთ“

257
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (6)

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები და მეზობლები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.

„ვერ ვუშველეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ბაბუა მომხდარის ვერსიებზე საუბრობს

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

მომხდარს ეხმაურება საზოგადოების არაერთი ჯგუფი სოციალური ქსელის მეშვეობით.

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“

„მრავალჯერ დაწერილს ისევ დავწერთ, მრავალჯერ წაკითხულს ისევ წავიკითხავთ. ზოგი ჭკვიანურს იტყვის, ზოგიც – სულელურს. კიდევ ერთხელ გავბრაზდებით, შეგვეშინდება, შეგვეცოდება. ზოგი განაზოგადებს, ზოგი მომხდარის კონკრეტულ დეტალებს, ჩამდენის დაკავებას დაელოდება და იტყვის, ვინმე რა შუაშია, ყველგან ხდებაო, თითქოს სადაც შუაში იყო, იქ ვინმეს ვაგებინეთ პასუხი.

ამ ქვეყანაში ხომ საერთოდ არასდროს არავინაა შუაში. ვიღაც იტყვის, ზოგადი მდგომარეობის ბრალიაო, ზოგიც სპეკულაციაში დაადანაშაულებს სხვებს და ასე დაუსრულებლად.

ნანახი გვაქვს, ვიცით.

საშინელი რეალობაა. გავიღვიძებთ და გული გვისკდება, პირველი ინსტინქტი – ვინაა დაღუპული ბავშვი ? ჩემი ბავშვები სად არიან ? მივიდნენ სკოლაში ?

მერამდენე ასეთი დილაა – ხან ვაკის პარკში; ხან ბატუტზე; ხან საქანელაზე…“, – წერს ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g