LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო სანაიას და მისი ექსმეუღლის ემოციური ფოტო – „პირველად და უკანასკნელად გავუკეთე თმაში ყვავილები…“

5171

ტელეჟურნალისტები, ვახო სანაია და მარიკა ბაკურაძე ერთმანეთს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შეხვდნენ. წყვილი მალევე დაოქრწინდა და ორი გოგონა შეეძინათ. შემდეგ მათი გზები გაიყო და ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრობას აგრძელებენ.

ახლახან სოციალურ ქსელში ვახომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მარიკასთან ერთადაა გადაღებული. ის ექსმეუღლეს თმაში ყვავილებს უკეთებს. ტელეწამყვანი აღნიშნავს:

„ჩემი ყველაზე საყვარელი ფოტო. 14 წლის წინ. მარადიული ყვითელი ქურთუკი გეცნოთ ? 🙂 ჰო, კიდევ – პირველად და მგონი, უკანასკნელად გავუკეთე თმებში ყვავილები. ალერგია მისცა, მთელი დღე თვალები სტკიოდა… არ შემეძლო, არ ამეტვირთა…“

როგორც ჩანს, ეს ფოტო მარიკასთვისაც ძალიან ძვირფასია, ვინაიდან მანაც გააზიარა „ფეისბუქზე“ და დაწერა:

„ეს ფოტო სულ ჩათვლის წიგნაკში მედო და თან დავატარებდი. მერე სადღაც გაიბნა, წიგნაკიც დაიკარგა მგონი. რა კარგია, რომ ისევ გამოჩნდა.

ამ ფოტოს ხათრით ფსიქოლოგიის ლექტორმა 5-იანებიც დაგვიწერა. არადა, ფროიდი ამოგვივიდა ბილეთში და არაფრის აზრზე არ ვიყავით 🙂

14 წელი გავიდა. ბერთუბანი, ალბათ, ისევ ასეთი საოცარია. ამ მინდვრით და ალერგიული ყვავილებით 🙂

მართალია, ეს ფოტო შეულამაზებლად ამბობს – როგორ გავიდა დრო და როგორ დავბერდი, მაგრამ მაინც საუკეთესო ფოტოა, რაც კი გადამიღია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები