დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა გაიმართა.
სხდომას პირველად ესწრებოდა ბრალდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეებზე.
ექსპრეზიდენტი საქართველოში წაყენებულ არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში “დღის თემა” პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ შეაფასა.
„შეიძლება მას ასაკი მოემატა, მაგრამ დიდი ცვლილება სააკაშვილის პერსონაში მაინც და მაინც ვერ დავინახე. ის ისეთივე მიშა სააკაშვილია, როგორიც იყო ხელისუფლებაში ოღონდ დღეს ძალაუფლების გარეშე.
მან რაც ილაპარაკა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო სასამართლო პროცესი, ეს იყო განცხადება და მოწოდება თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები საქართველოში.
ყველაფერზე ილაპარაკა თითქოს, მაგრამ ლაიტმოტივი ამ გამოსვლისა, თუ შეიძლება გამოსვლა ეწოდოს, იყო ის, რომ უნდა გაგრძელდეს საპროტესტო მოძრაობა, არანაირი შესვენება, რადიკალური ქმედებებით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ შეიცვალოს ხელისფულება.
საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ – რა შეცდომებზე საუბრობს ექსპრეზიდენტი
სააკაშვილი: მასამართლებენ საქმეზე, რომელიც გირგვლიანის საქმე არც არის, პიარისთვის დაარქვეს
პერმანენტული აქციები, ისევ ქუჩა და ქუჩიდან მცდელობა,რომ შეიცვალოს ხელისუფლება.
შეფასება იმისა, რამდენად სინანულს განიცდის ან არ განიცდის ცოტა რთულია, მაგრამ აქ იცით რაშია საქმე? წარსულზე,სინანულზე იქნება თუ შეცდომებზე ლაპარაკი, მაშინ აქვს მას აზრი თუ ადამიანმა ეს გააცნობიერა და ამით შექმნა გარანტია იმის, ხვალ რომ ჰქონდეს საშუალება იგივეს არ გაიმეორებს.
დიდად არ განსხვავდება 2003 წლის სააკაშვილი და დღევანდელი, ის ისეთივე აგრესიული იყო. იგივე პროკურორებთან, ხელისუფლებისადმი მიმართვაში, მოწოდებებში ისეთია როგორიც იყო მაშინ. მუდმივად ლაპარაკობდა „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დაივიწყეთ 9 წელიო.
გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა", - თქვა სააკაშვილმა.
რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას... გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაკავებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს - სააკაშვილი
წარსულის დავიწყება არაა პრობლემა თუ ხედავ იმას, რომ მომავალში რაღაც რომ მოხდეს, ისევ რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, იგივე შეცდომებს არ გაიმეორებს.
როდესაც ის ლაპარაკობს, რომ მან შექმნა სახელმწიფო და ცოტა ხნის შემდეგ ამბობს, რომ სასამართლო ვერ გააკეთა, მაშინ რა გამოდის, ტრაბახობს იმით, რომ შექმნა სახელმწიფო, სადაც სამართალი არ არის? ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ხომ ვცხოვრობდით?
ის რომ დღევანდელი ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, ეს არ არის ინდულგენცია იმის, რომ წარსულში ვინც შეცდომები დაუშვა, მათ მიეტევოთ. მე ვხედავ, რომ სერიოზულად გაცნობიერებული მას, რომ მართლა იცის სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს, ვხედავ რომ არ აქვს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,“-აღნიშნა ძაბირაძემ.
მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და წმინდა გიორგი, გაუმარჯოს საქართველოს! - სააკაშვილის ბოლო სიტყვები სასამართლო პროცესზე
რაც შეეხება „ფორტუნას“ კითხვას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რა სცენარს განიხილავს პოლიტოლოგი სამომავლოდ, ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა:
„ამ მოწოდებიდან გამომდინარე ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, მეც სააკაშვილის არ იყოს, ტელევიზიით ვუყურე რაც ხდებოდა სასამართლოზე, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არც თუ ისე მრავალრიცხოვანი აქცია იყო.
თუ ჩემი შთაბეჭდილება რეალურია, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პერმანენტული აქციებისთვის რესურსი არ არის.
თუ ეს არის ის მასა, რომლითაც სააკაშვილი აპირებს პერმანენტულ აქციების მოწყობას და აპირებს, რომ აიძულოს ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს, ძალიან გულუბრყვილოდ მეჩვენება ასეთი მოთხოვნაც და ამ მიმართულებით სვლაც,“-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.