LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ – რა შეცდომებზე საუბრობს ექსპრეზიდენტი

137
საკა შეცდომებზე

საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ, მაგალითად, შეცდომაა, რომ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, ეს შეეხო ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც, ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილი: მასამართლებენ საქმეზე, რომელიც გირგვლიანის საქმე არც არის, პიარისთვის დაარქვეს

რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას… გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაკავებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს – სააკაშვილი

მისი თქმით, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ.

„შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება, ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ, ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ, როდესაც ბანდიტების ხელშია ახლა საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინაში სახლიც მქონდა, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მაგრამ დავბრუნდი, იმიტომ რომ საქართველო გიჟივით მიყვარს – სააკაშვილის სიტყვა სასამართლო პროცესზე

გელას გარდაცვალებამდე ირაკლი ჩარკვიანი მესიზმრა – სააკაშვილის ემოციური გამოსვლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g