LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ გომელაური – პოლიციას ვერ დავავალებ, რომ ერთი ძირი მარიხუანა თუ უდგას ადამიანს, გაიაროს და ხმა არ გასცენ, ხშირად ოჯახის წევრებისგანაც შემოსულა ზარი, რთულია, რეაგირება არ მოახდინო

156
gggg_w_h

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მინისტრმა უპასუხა იაგო ხვიჩიას შეკითხვას, რომ მარიხუანას მოხმარება როცა ლეგალურია, რატომ ხდება ადამიანების დაკავება, რომლებსაც ერთი ძირი მარიხუანა აქვთ.

„გეთანხმებით, გვინდა თუ არ გვინდა, ამ მიმართულებით არის პრობლემა, თუმცა ამას ჩვენ ვერაფერს ვუზამთ იქიდან გამომდინარე, რომ კანონია, ასევე ვალდებულებებია გაერო-ს კონვენციით და ასე შემდეგ. მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ძალიან ხშირია თვითონ მეზობლისგან შემოსული ზარები, მიხედეთ, ნახეთ აქ რეები აქვთ, მთელი დღე იყენებენ მარიხუანას, არის ამბავი. ხშირად ხდება და ჩვენ რეაგირების გარეშე ფიზიკურად ვერ დავტოვებთ. შემოსულა შეტყობინება „112“-ში, რომ მოდით, ნახეთ, რა ხდება. მივდივართ, იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ის, რომ პოლიციამ გაიაროს, გამოიაროს და რეაგირება არ მოახდინოს, თუნდაც ეს პრობლემაა. მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს.

მე პოლიციას ვერ დავავალებ, რომ თუ დაინახავ, ერთი ძირი უდგას ადამიანს, დაანებეთ თავი, გაიარეთ და ხმა არ გასცეთ. ასევე, ძალიან ბევრი უკმაყოფილება მოდის მოსახლეობისგან, მით უმეტეს რეგიონებიდან, რომ რაც ეს კანონი მიიღეთ, უბედურება ხდება, ყველა იყენებს მარიხუანას. უფრო მეტად მშობლებიდან და უფროსი თაობიდან მოდის პრეტენზიები.

აქედან გამომდინარე, მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ მაშინ კანონი უნდა შეიცვალოს. თქვენ ხართ კანონმდებლები, თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ ძალიან ხშირია, ოჯახის წევრებისგან შემოსული ზარებიც, რომ მოდით, რაღაცა ქენით, მიხედეთ მარიხუანას გამოყენებას და ასე შემდეგ. რეალურად არის ეს პრობლემა მოსახლეობაში. ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამთ. როცა შეტყობინება შემოვა, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, ხომ არ ვიტყვით, ერთი ძირი აქვს და რა მოხდა? ხედავ და არ მიხვიდე, რეაგირება არ მოახდინო, რთულია. ამას პოლიციას ვერ დავავალებ. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. თქვენ რომ იყოთ მინისტრი, ვერ გააკეთებდით ამას და ალბათ არც უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გომელაურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g