ჩემთვის არ არის ზუსტად გასაგები, კონკრეტულად რას ედავებიან „ქართულ ოცნებას” მაშინ, როდესაც ის ამბობს, რომ სრულად აქვს შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები,- ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩემი რჩევა იქნება, რომ ურთიერთობა არ დაგვეძაბა იმ ხალხთან, რომლებიც დაგვეხმარნენ რამდენიმე თვის წინ. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, “ქართულმა ოცნებამ” საჯაროდ გააკეთოს განმარტება საკუთარ პოზიციაზე არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ საკითხებზე. ისევ როგორც ოპოზიიცის მხრიდან გასაგები უნდა იყოს რომელი მოთხოვნა არ შესრულდა “ქართული ოცნების” მხრიდან, ანუ სად გვაწვდის “ქართული ოცნება” მცდარ ინფორმაციას. ჯერჯერობით რადგან ასეთ კონკრეტიკამდე არ დავსულვართ, მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, ასევე მაინტერესებს ოპოზიციის აზრი”,- განაცხადა მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის,საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეაჩეროს იქამდე, სანამ აღნიშნულ საკითხზე სრულმასშტაბიანი მსჯელობა არ იქნება.
