თბილისში, ვახუშტის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. უწყების ცნობითვე, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა ასევე სამი ადამიანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.