LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სასამართლო დავა მოიგეს – მწვანე ალტერნატივა

207

მწვანე ალტერნატივას ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა ხელახლა დაევალა. მწვანე ალტერნატივას ინფორმაციით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სასამართლო დავა მოიგეს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 28 მაისს მიიღო.

მწვანე ალტერნატივის ინფორმაციით, შპს ტიფლის კოსტავა და შპს გრაალი ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერის განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა.

2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით თბილისის მერმა დაამტკიცა თბილისში ჭავჭავაძის გამზირ #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით შემუშავებული სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, ხოლო, 2013 წლის 20 სექტემბრის თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირ, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, მწვანე ალტერნატივას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაავალა თბილისის მერიას, რომ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით ნაკვეთის ზონალურ შეთანხმებაზე ნებართვა ხელახლა განეხილა.

https://www.facebook.com/greenalt/posts/1953629888044460

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g