„ვალენსიას“ საშინაო არენაზე „მესტალიაზე“ გუნდის გულშემატკივრის ვისენტე აპარისიოს ქანდაკება დადგეს. რითი დაიმსახურა ფანმა ასეთი პატივი?
ვისენტე აპარისიო – ვინ არის?
„ვალენსიას“ ჩვეულებრივი გულშემატკივარი, რომელიც „მესტალიაზე“ თამაშს არ აცდენდა. აპარისიო გასვლით მატჩებზეც დადიოდა: ასე გახდა 1967 წელს „ვალენსიას“ სამეფო თასზე გამარჯვების მოწმე.
54 წლის ასაკში ვისენტემ მხედველობა დაკარგა, მაგრამ არ დაუკარგავს ფეხბურთის სიყვარული. მან სტადიონზე სიარული გააგრძელა და ამას იმით ხსნიდა, რომ სურდა ატმოსფერო შეეგრძნო და ესმინა როგორ ქომაგობდნენ „ვალენსიას“.
„ვალენსიამ“ ერთგული ფანი ძეგლით დააჯილდოვა
ვისენტე ორი წლის წინ გარდაიცვალა. ახლა „ვალენსიამ“ მას ბრინჯაოს ქანდაკება დაუდგა. სკულპტურა იქ მოათავსეს, სადაც აპარისიო მთელი ცხოვრება იჯდა – ცენტრალური ტრიბუნა, მე-15 რიგი, სავარძელი ნომერი 164.
ამიერიდან ვისენტე ნამდვილად აღარ გამოტოვებს საყვარელი გუნდის მატჩებს.
ვიდეო, რომელშიც მამის ფებურთისადმი სიყვარულს აპარისიოს შვილი ყვება.
What an amazing story of a Valencia fan who was blind since the 1950s and kept his season ticket. The club put a statue of him in his seat to remember him after his passing. pic.twitter.com/EQXXG8tIPG
— Homar Hernandez (@OfficialHomar) June 3, 2019