LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

vali.ge-ს ბაზას „ბაზისბანკისა“ და „ტერაბანკის“ მონაცემები დაემატა

Vali_ge

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – vali.ge მონაცემები განახლდა – ერთიან ბაზას დღეს „ბაზისბანკისა“ და „ტერაბანკის“ მონაცემები დაემატა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია 414 ათას 223 მსესხებლის, 699 ათას 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,159,583,175 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ , სს „ბაზისბანკი“ , სს „ტერაბანკი“.

ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g