“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა პრემიერ-ლიგის მეხუთე ტურის მატჩის წინ “ლივერპულის” წინააღმდეგ ისაუბრა.
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ასევე ინგლისის ჩემპიონატის მოგების შანსები შეაფასა.
“არა, რეალურად შეგვიძლია მესამე ან მეორე ადგილი დავიკავოთ, მაგრამ ვფიქრობ, ტიტულისთვის მომდევნო სეზონში ვიბრძოლებთ. სამწუხაროა, “სუონსისთან” რომ წავაგეთ, ამაში მე ვარ დამნაშავე. არ ინერვიულოთ, შაბათს “ლივერპულს” დავამარცხებთ” , – ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
4 ტურის შემდეგ ”იუნაიტედი” 7 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.
მანჩესტერ ”იუნაიტედი” – ”ლივერპულის” დაპირისპირება 12 სექტემბერს 20:30 საათზე დაიწყება.