LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილი დღეს ოპოზიციის შეხვედრას არ დაესწრება

153
vano-mosha

ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრას, ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი არ დაესწრება.

ვანო მერაბიშვილი მომდევნო ერთი კვირის გატარებას ოჯახთან ერთად გეგმავს. ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს ახალციხეში ჩავა და მშობლებს მოინახულებს.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, თუ რომელ პარტიასთან გეგმავს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას, თუმცა ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება.

დღის ბოლოს ვანო მერაბიშვილი ყოფილმა პირველმა ლედიმ მოინახულა. სანდრა რულოვსის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გეგმები მისთვისაც უცნობია.

“უნდა მივულოცო. ჭკვიანი კაცია, სწორ არჩევანს გააკეთებს და სწორ ნაბიჯებს გადადგამს,” – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

რაც შეეხება ოპოზიციის შეხვედრას, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში პარტიები დღეს შეიკრიბებიან

ხელისუფლების ოპონენტების შეკრებაზე განხილვის თემა 4 აპრილის მასშტაბური აქციისთვის მზადება და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაა. პოლიტიკოსების თქმით, არჩევნებისთვის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მათ ერთად ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები