LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილს გაცხადებული აქვს, რომ არ აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა. შესაბამისად, მისი პოსტი, რომ საქართველო კვლავ გაიმარჯვებს ისე, როგორც 2003 წელს, ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს: ირაკლი ნადირაძე

52
BeFunky-collage (1)

“ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს გაცხადებული აქვს, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ აინტერესებს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რითაც მერაბიშვილის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილი: ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ!

“ვანო მერაბიშვილს გაცხადებული აქვს, რომ არ აინტერესებს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა. შესაბამისად, მისი პოსტი, რომ საქართველო კვლავ გაიმარჯვებს ისე, როგორც 2003 წელს, ეს ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც დღეს ქვეყანაში დამყარებული აქვს ავტორიტარული რეჟიმი, კლავს სიტყვის თავისუფლებას და ქვეყანას აბრუნებს რუსულ ორბიტაზე. ამიტომ, დიახ, ამ ქვეყანამ, როგორც 2003 წელს ისე უნდა გაიმარჯვოს სიბნელეზე, ბოროტებასა და რუსულ ავტორიტარულ რეჟიმზე. ის როგორც რიგითი მხარდამჭერი და დამფუძნებელი აკეთებს ამ განცხადებას”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა “ფეისბუქზე” შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა:“23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g