14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა.
აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომარი ვანო ნადირაძე.
ნადირაძე წერს, რომ გამარჯვება დაიწყება უკრაინიდან, შემდეგი გამარჯვება კი იქნება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
“აფხაზეთის ომიდან, უკრაინის ომამდე……30 წელი გავიდა….მე 52 წლის ვარ. სამწუხაროდ ჯერ არ მქვია ომში გამარჯვებული მეომარი, მაგრამ ისიც ვიცი რომ ვიქნები.
გამარჯვება დაიწყება უკრაინიდან, შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო…..ყველაფერი კარგად იქნება. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას!!!!
P.S. რაც მთავარია ჯანზე ვარ და მხნედ ვარ!!!” – წერს ვანო ნადირაძე.