მოლდოვამ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი დოზები მიიღო. ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალური ქსელით
ავრცელებს და რუმინეთს გულუხვი საჩუქრისთვის მადლობას უხდის. მაია სანდუს განცხადებით, მოლდოვაში ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.
სულ რუმინეთი მოლდოვას ვაქცინის 200 000 დოზას გადასცემს.
მოლდოვას პრეზიდენტის პოსტს ეხმიანება ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
“მოლდოვას დღეს რუმინეთმა აჩუქა ვაქცინის გარკვეული დოზები. ჩვენ არც მეგობრები გვყავს? :(“- წერს კულუმბეგოვი.