LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის პროცესი შენელებულია…მდგომარეობა ისევ საყურადღებოა: რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი

423
image-2021-09-14-113518

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მატულობს. მზარდია ინფიცირების მაჩვენებელიც. ექიმები ამბობენ, რომ პანდემიის ფონზე მოქალაქეებს მოდუნების საშუალება არ აქვთ, რადგან მდგომარეობა საყურადღებოა.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ისევ იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ნოდარ ჩიმაკიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი მცირედით შენელებულია

“მე მოვუწოდებ მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისკენ,” – ნოდარ ჩიმაკაძე

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ლოკაციებზე დღის განმავლობაში 5000-მდე ადამიანი იცრება.

“დაახლოებით 5 ლოკაციაზე ოპერირებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ჯგუფები. ასევე, არის აცრის ავტობუსები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბნებში არიან” – განაცხადა ჩიმაკაძემ

14 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 221 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 54 ადამიანი.

ინფექციისგან განიკურნა 2 990 პაციენტი.

გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 26 125 ადამიანი აიცრა.

Dio magti 5g