COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მესამე დღეა გრძელდება.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაციისთვის 29 ცენტრი მოქმედებს, მასობრივი აცრების ეტაპზე გადასვლისთვის კი ქვეყანაში შესაბამისი 200-ზე მეტი დაწესებულება იქნება.
კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში ,,იმედის კლინიკის” მედიკოსები ჩაერთვნენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი ,,იმედის კლინიკის” დირექტორი, მეან-გინეკოლოგი დავით კობეშავიძე აიცრა.