LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია 60 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა

145
Untitled design

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციისთვის შექმნილ ვებპორტალზე, ამ დროისთვის 60 ათასზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული.

პლატფორმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 19 აპრილს აამოქმედა.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

➤ საზოგადოებას ეძლევა საშუალება, თავად გააკეთოს არჩევანი ვაქცინებს შორის;

➤ მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვაქცინების ჩამონათვალიდან, მაქსიმუმ, სამი სასურველი ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს;

➤ დამატებით, მეოთხე ვაქცინის არჩევის საშუალებას სისტემა აღარ იძლევა;

➤ “დათანხმება”-მდე მოქალაქეს ვაქცინის ცვლილების საშუალება ეძლევა;

➤ ამის შემდეგ აუცილებელია პირადი ინფორმაციის შევსება;

➤ ვაქცინაციაში მონაწილეობა 18 წელზე უფროს მოსახლეობას შეუძლია.

მონაცემები მსურველთა რაოდენობის შესახებ ყოველწამიერად იცვლება.

დღესვე, ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია დაიწყო, ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყება.

magti 5g