“ეს არ არის ახალი ტექნოლოგიები, ვაქცინები თხუთმეტი წელიწადია მუშავდებოდა”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ “საქართველოს პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
მისი თმით, ვაქცინის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში, არა კოვიდთან, არამედ სხვა მიმართულებითაც, მით უმეტეს, როცა ტრადიციული წესით დამზადებულ ვაქცინებზეა საუბარი, პრაქტიკულად, არავითარი შორეული მოვლენები არ შეიძლება ჰქონდეს.
„რაც შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებს, ეს არ არის ახალი ტექნოლოგიები. ისინი თხუთმეტი წელიწადია მუშავდებოდა პირველ რიგში სამკურნალო წამლების ასე ვთქვათ ორგანიზმში შესატანად, რომ ისინი დამიზნებული ყოფილიყო. ეს ახალი ტექნოლოგიები კი არის, მაგრამ დღევანდელი მოდელირებები პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ეს ვაქცინები რომ უსაფრთხოა, ამაში უკვე, მთელი მსოფლიო დარწმუნდა“, – განაცხადა იმნაძემ.