გადაცემა ,,ჯანმრთელობის რეცეპტი” მანჩო ქარსელაძესთან ერთად, დამწყებ მოვარჯიშეებს სასარგებლო რჩევებს გაგაცნობთ.
სწორად შეარჩიეთ ის ფიზიკური დატვირთვის სახეობა, რომელიც ყველაზე კარგად მოგერგებათ.
სწორად დაისახეთ მიზანი.
რისთვის და რატომ ვარჯიშობთ:
- გასახდომად?
- წონის მოსამატებლად?
- მეტი ენერგიულობისთვის?
- სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის?
- ფიზიკური გაძლიერებისთვის?
- ძილის ხარისხის მოსაგვარებლად?
- მყესების და ძვალ-სახსროვანი სისტემის გასაძლიერებლად?
- დეპრესიისა და შფოთვითი პრობლემების გადასალახად?