LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში ავტოფარეხი აფეთქდა

100

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე ავტოფარეხი აფეთქდა, შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. “ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ 45 წლამდე მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მას თავის ტრავმა და დამწვრობა აქვს მიღებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში კი ამბობენ, რომ დაშავებული, სავარაუდოდ, ავტოფარეხშივე ცხოვრობდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ოთხი ავტოფარეხი და სამი მანქანა.  ცეცხლი 200 კვადრატული მეტრის ფართობს მოედო, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g