გვიან ღამით, ვარკეთილში, სავარაუდოდ, პიროტექნიკით სავსე ავტოფარეხს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი რამდენიმე ავტოფარეხზე გავრცელდა.
როგორც„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.