LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავის მეტროში ბიბლიოთეკა გაიხსნა

108
960

ვარშავაში სადგურ „კონდრატოვიჩაზე“ გაიხსნა „მეტროტეკა“ – პირველი ბიბლიოთეკა პოლონეთის მეტროში. წიგნების გარდა, ბიბლიოთეკაში არის სამუშაო მაგიდები, ბავშვების კუთხე, დასასვენებელი სივრცე მოზრდილებისთვის და სასმელებისთვის განკუთვნილი აპარატი. გარდა ამისა, იქვე ჩატარდება კულტურული ღონისძიებებიც, წერს The Guardian.

მიუხედავად იმისა, რომ ფართობი სულ რაღაც 150 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ახალი ბიბლიოთეკა 16 ათასზე მეტ წიგნს გააერთიანებს. მათი განთავსება შესაძლებელი გახდა დიზაინერების დახმარებით, რომლებმაც ტალღისებრი წიგნების თაროები შექმნეს და საკმაოდ დიდი სივრცე დაიზოგა.

თანამედროვე ტექნოლოგიები ვიზიტორებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად აიღონ და დააბრუნონ წიგნები. ბიბლიოთეკაში ასევე არის ლეპტოპები მათთვის, ვისაც დისტანციურად მუშაობა სჭირდება, ასევე ყავა, ჩაი და კაკაო. ბავშვების კუთხეში შესაძლებელია სამაგიდე თამაშების თამაში.

მეტროს ბიბლიოთეკაში განათავსეს სპეციალური მცენარეები – ლიანები, სურნელოვანი ბალახები და ყვავილები – რომლებსაც ზრდა ხელოვნურ განათებაშიც შეუძლიათ.
ბიბლიოთეკა საგანმანათლებლო სივრცეც გახდება: იგეგმება შეხვედრები მწერლებთან და სხვადასხვა საინტერესო მასტერკლასებიც ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები