დევიდ ბექჰემმა გაი რიჩისგან ესტაფეტა მიიღო და 22-ჯერ აიზიდა, ომის ვეტერანების დახმარების მიზნით.
ვარსკვლავებმა მორიგი ფსიქოლოგიური აქცია ჩაუშვეს.
ბექსის აზიდვების ვიდეო ინსტაგრამზე დაიდო.
”მისტერ რიჩი, მზად ვარ მივიღო ესტაფეტა არა იმიტომ, რომ შენ მთხოვე, არამედ მიხარია, რომ შემიძლია რაღაც გავაკეთო სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად. სხვათა შორის, აზიდვებს 44 ათას ფუტის სიმაღლეზე ვაკეთებ” – თქვა ფეხბურთელმა ვარჯიშის წინ.
თავის მხრივ ბექჰემმა ესტაფეტა თავის ვაჟს ბრუკლინს და მსახიობ ჯასტინ ტერუს (ჯენიფერ ენისტონის ქმარი) გადასცა.
აქციის მონაწილეები ზედიზედ 22 დღე 22 აზიდვას აკეთებენ, რათა ომის ვეტერანებს მხარი დაუჭირონ.
აშშ-ს ვეტერანთა საქმის სამინისტროს კვლევის თანახმად ყოველდღიურად 22 ვეტერანი თვითმკვლელობით ასრულებს ცხოვრებას.