LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაშინგტონ პოსტის“ემოციური სტატია სუხიშვილების კონცერტზე

249

„სუხიშვილების ქართული ანსამბლი, სადაც დახვეწილ ტრადიციებს თანამედროვე ენერგია ერწყმის“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“. ჟურნალისტ სარა კაუფმანის შეფასებით, 70 წლის ანსამბლმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. მისივე შეფასებით, “დარბაზმა ვერ დაიტია ის ენერგეტიკა, რაც ქართული ცეკვისგან მოდიოდა”.

ჟურნალისტი აქცენს აუდიტორიაზეც აკეთებს. მისი თქმით, ხალხი აღფრთოვანებული ელოდა ლეგენდარული ანსამბლის გამოსვლას სცენაზე, მათ შორის იყვნენ ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი პატარა გოგონებიც. ყველგან ისმოდა ქართული საუბარი. ანსამბლის მოცეკვავეები კაუფმანმა შუა საუკუნეების დედოფლებს შეადარა, რომლებსაც ნაციონალური სამოსი ეცვათ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ცოცხალი მუსიკა და ინსტრუმენტების მრავალფეროვნება, რომელიც ჟურნალისტმა სცენაზე იხილია.

განსაკუთრებული აღფრთოვანება გოგონების ცეკვამ დაიმსახურა, რომლებიც, ცნობილი გამოცემის შეფასებით, ლამაზად დაცურავდნენ სცენაზე, ხოლო ბიჭები ისე ტრიალებდნენ ჰაერში, რომ მათემატიკური სიზუსტით შეიძლებოდა სიმეტრიის დაცვა.

2

3

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები