ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დროებით შეიზღუდა გადაადგილება უსახელოს გადასახედსა და მიჯნისყურეში, ასევე ცენტრალურ ბუნგალოებთან.
ფუნქციონირებს შემდეგი ლოკაციები, სადაც ასევე შესაძლებელია ღამის თევა კარვებში: ტახტი თეფას ტალახის ვულკანი, არწივის ხეობა-ხორნაბუჯის ციხე, პანტიშარა-დათვისხევი და ვაშლოვანის გადასახედი.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.