დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავალწლოვან ხეებს უკიდია.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ნაკრძლის ტერიტორიაზე იმყოფებიან და რეაგირებას ახდენენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
