LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო შაქარაშვილი: „დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! ჯენ-ზი ყველა ქვეყნისა შეერთდით! „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს“

140
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

„ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების მოწოდებას – შეიქმნას ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ანალოგი, „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მოვუწოდებთ, შეიქმნას ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ანალოგი” – EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები 

„ო, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა… ბრიუსელსა და სტრასბურგში დემოკრატიას შავი დღე გაუთენდა!

ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტი შეიქმნას, – ნათქვამია ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის წევრების, მანფრედ ვებერის, მონიკა ჰოლმაიერისა და პეტრი სარვამაას ერთობლივ წერილში.
ჰაი ჰოო! დაირაზმეთ, ევროპა რუსულ კანონს იღებს! ჯენ-ზი ყველა ქვეყნისა შეერთდით! ევროპის სახალხო პარტია, ევროკავშირს შიგ რუსეთში მიაქანებს! ხაბე, კიკუ, თამარ, ხათუნა, ეკა, ნინო სად არის ლომჯარია?! ლяka ჩამოვიდა ბრიუსელიდან? აკია არ დაგავიწყდეთ ბარბაქაძე!
სასწრაფოდ მოითხოვეთ ევროპარლამენტარების მოღალატეებად გამოცხადება! სკოლებიდან გარიცხეთ მათი შვილები! სასწრაფოდ მოამზადეთ „მწერალთა“ და „საზოგადო მოღვაწეთა“ კოლექტიური წერილები! დაგმეთ, გაემიჯნეთ! დადექით ისტორიის სწორ მხარეს!
ვაი თქვენს პატრონს… აბა, ახლა გააღეთ პირი და თქვით ააა..!!!“ – წერს ვატო შაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g