LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო შაქარიშვილი: საქართველოში აღიკვეთა ღია ლგბტ პრაიდფესტივალის ჩატარება და ასე იქნება ყოველთვის, ეს უნდა იცოდეს ყველამ, ამ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც

503
fot (1)

საქართველოში აღიკვეთა ღია, საჯარო ლგბტ პრაიდფესტივალის ჩატარება და ასე იქნება ყოველთვის, ეს უნდა იცოდეს ყველამ, ამ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც მოპოვებულია სიმტკიცით, ერთიანობითა და სიმშვიდით. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა ვერავინ. გინდა, ამერიკის ელჩის დაორგანიზებული იყოს, გინდა მთელი ლიბერალური სამყაროსი, გინდა ჟორიკა რურუა გამოიყვანონ წინა პლანზე და გინდა სალომე ზურაბიშვილი. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა ვერავინ. როგორც ეს მოხდა დღეს სიმტკიცით, მშვიდობით, ერთობით, აღიკვეთება ყველა სიბინძურე, ყველა პროვოკაცია, რომელსაც დაგეგმავენ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

აქ არის უამრავი ადამიანი, ეს ხალხი არის სტიქიურად, ბუნებრივად აქ მოსული, არანაირი ლიდერი, არანაირი ორგანიზატორობა ამას არ სჭირდება. ხალხმა ნახა, რომ ტერიტორია არის დაცლილი, ის ადამიანები გაიყვანეს. იმ ადამიანებთან არავის არანაირი პრეტენზია, არანაირი ძალადობა, შეურაცხოფის სურვილი არ ჰქონდა. მათი უსაფრთხოება დაიცვა პოლიციამ და გაიყვანეს ტერიტორიიდან. აღიკვეთა საქართველოში ღია, საჯარო ლგბტ პრაიდფესტივალის ჩატარება და ასე იქნება ყოველთვის, ეს უნდა იცოდეს ყველამ, ამ ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.

 

ამავე თემაზე: 

სალომე ზურაბიშვილი: რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს? ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს – კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს

პრეზიდენტი: დღეს გამოხატვისა და შეკრების უფლება დაირღვა, შეკრების უფლების დაცვა, სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, ვითომდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება

„თბილისი პრაიდი“: „შსს დაცვის გარანტიებს გვაძლევდა, სანაცვლოდ კი, პოლიციამ ნება დართო „ალტ-ინფოს“ წევრებს შეჭრილიყვნენ ფესტივალის კერძო, დახურულ, ტერიტორიაზე, თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და გამოუსწორებელი ემოციური ტრავმა მიეყენებინათ მათთვის“

შს მინისტრის მოადგილე: პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა 100%-იანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია – კონტრაქციის მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა

„თბილისი პრაიდი“: „დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“

„თბილისი პრაიდი“: „პრაიდის ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა“

შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი ამოცანებს

პაატა მანჯგალაძე: ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვით, კომბლებით შეუძლიათ ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა, საერთო არ აქვთ არც ქართულ ღირებულებასთან, არც ტრადიციების დაცვასთან

ვატო შაქარიშვილი: მოვუწოდებთ შსს-ს, გასცეს განკარგულება და უთხრას პროვოკაციის ავტორებს, გააუქმონ ეს სოდომ-გომორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g