“ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. პროკურორთან შესვლამდე, მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, წარმოუდგენელი რამ ხდება.
გრიგოლია ვარაუდობს, რომ საქმეზე ზეწოლა ოჯახის წევრების მხრიდან მოხდება.
ტელეკომპანიაზე იყო კულუარული შეტევები, ვერ გააჩერებთ! - ინგა გრიგოლია ვატო წერეთელთან ერთად სასამართლოში მივიდა
„პირველი დღიდან ვითხოვდი ჩემს გამოკითხვას, როგორც კომპანიის დამფუძნებლის. სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და მერე დამიბარეს მე გამოკითვაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული დეგენერატობა, იდიოტიზმი. ახლა შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი.
წარმოუდგენელია რაც ხდება ამ საქმესთან მიმართებაში, თუ უნდათ ხალხმა დასცინონ…“ – განაცხადა ვატო წერეთელმა გამოკითხვაზე შესვლამდე და აღნიშნა, რომ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ აპირებს უფრო ვრცლად ისაუბროს.
შეგახსენებთ, ვატო წერეთელთან კითხვები ხაზარიძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით აქვთ. საქმე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ეხება.