LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომპანიაზე იყო კულუარული შეტევები, ვერ გააჩერებთ! – ინგა გრიგოლია ვატო წერეთელთან ერთად სასამართლოში მივიდა

491
67954232-334332940781151-3755697399952048128-n

“ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი სასამართლოში გამოკითხვაზე ტელეკომპანიის წამყვან ინგა გრიგოლიასთან ერთად მივიდა.

გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სასამართლოში ვინმეს ინტერესების მხარდასაჭერად მივიდა, მიზეზი კი ერთია – ჟურნალისტის თქმით, საქმე არა ბიზნესს და კერძო ინტერესებს, არამედ ტელევიზიას ეხება. 

ვატო წერეთელი დაკითხვაზე: ეს არის სრული დეგენერატობა, იდიოტიზმი

ახლა შევალ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე პასუხი.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ტელევიზია ჟურნალისტების შექმნილია და სუფთად რეკლამებით ცხოვრობს, ამიტომ მარტივად ვერ დაადუმებენ.

„ჩვენ ვსაუბრობთ 11 წლის წინანდელ საქმეზე, რომელსაც დაზარალებული და მომჩივანი არ ჰყავს. ეს ხომ არის უცნაური, მაშინ როდესაც უამრავი გამოუძიებელი ამბავი გვაქვს.

მას მერე რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო “რუსთავი 2”, იფიქრეს, რომ ბარემ აგვისტოა, ბარემ “ტვ პირველიც” მივაყოლოთ.

ახალი არავისთვის იქნება, ის რომ ტელეკომპანიაზე იყო კულუარული მცდელობები და შეტევები, რაზეც მე არ ვისაუბრებ, ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა.

სანამ საარჩევნო პროცესში შევა ქვეყანა, იფიქრეს რომ გააჩერებენ. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ვერ გააჩერებთ.

მე მაგალითად, როდესაც “იმედიდან” გამომაგდეს, მაშინ მოვხდი იქ და კიბეზე ვწერდი ხოლმე ჩემს ტექსტებს. იქ არიან უამრავი ჟურნალისტი, რომელთა წვლილიცაა ამ ტელევიზიაში. ამიტომ ასე ადვილად ეს არავის გამოუვა.

ეს ტელევიზია რომ არ ყოფილიყო, ვატო წერეთელი დღეს აქ არ იქნებოდა. ტელეკომპანია პირველი სუფთად რეკლამებით ცხოვრობს.

ცხოვრებაში არავის დასაცავად არ მივსულვარ, მაგრამ ახლა პროცესები ისე ვითარდება, ეს უკავშირდება 100%-ით ტვ პირველს. ის რომ დაებარებინათ, მაშინ როდესაც დაიბარეს მამუკა ხაზარაძე, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი.“ – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, გრიგოლია ვარაუდობს, რომ საქმეზე ზეწოლა ოჯახის წევრების მხრიდან მოხდება.

“ატარებენ სასამართლოში მფლობელს, მერე მის ოჯახის წევრებს. ჩვენთვის მამაც ოჯახის წევრია, დედაც, შვილიც და დაც… ამითი ექნებათ ზეწოლა ტელევიზიის დამფუძლებელზე,” – განაცხადა მან.

ვატო წერეთელი სასამართლოში ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული, რომელიც დიდი ოდენობით თანხების მითვისების მიმართულებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები