ხანძარს თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ვაზისუბნის მეორე მიკრო რაიონში, მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ოთახში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ის დაკვამლიანების ნიადაგზე გაიგუდა.
ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. როგოც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი ერთ ოთახიან ბინაში გაჩნდა, დამწვარია საოჯახო ნივთები.