LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისუბანში, კორპუსი სადაც აფეთქება მოხდა, სრულიად ევაკუირებულია

290
აფეთქება

აფეთქების შემდეგ, ვაზისუბნის ერთ-ერთი კორპუსიდან გამოყვანილი მაცხოვრებლები ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

ისნის გამგებლის, ნიკა ელისაშვილის განცხადებით, სპეციალისტებ შენობის მდგრადობას სწავლობენ. მისი განცხადებით თბილისის ლაბორატორიის სამსახური კორპუსის მდგრადობასა და მზიდი კედლების მდგომარეობას ამოწმებს. ტერიტორია ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია.

“5 ოჯახი არის გადაყვანილი სასტუმროში. ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი ამ ადამიანებს იქამდე, ვიდრე თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან. დანარჩენმა ოჯახებმა თავადვე გამოთქვეს სურვილი, რომ ნათესავებთან წასულიყვნენ, ზოგს ჰქონდა სხვა ბინაც,” – განაცხადა თბილისის ისნის რაიონის გამგებელმა, ნიკოლოზ ელისაშვილმა.

9-სართულიანი კორპუსის პირველი სართული ფაქტობრივად სრულად განადგურებულია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შემთხვევის ადგილის სიახლოვეს გადაადგილება აკრძალულია.

აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 60%-ის და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს. დაშავებულია კიდევ სამი პირი.