LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაზისუბანში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

302
Untitled design (9)
ფოტო მთავარ სლაიდზე: IPN

 

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული შუახნის ცოლ-ქმარია.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g