LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობთ, საქართველოში გავაუმჯობესოთ კლიენტთან ურთიერთობის ხარისხი – კლიმატ სერვის გრუპი

184
ddd

„ვცდილობთ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ საქართველოს მომსახურების სფეროს განვითარებაში და გავაუმჯობესოთ კლიენტთან ურთიერთობის ხარისხი ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია“, – ამის შესახებ კომპანია „კლიმატ სერვის გრუპში“ აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, კომპანია ბაზარზე არსებული კონკურენტისგან გამოირჩევა პუნქტუალურობით, ხარისხით და კლიენტთან ყველა პირობის დაცვით.

„დასაქმებული გვყავს 30-40 მდე ადამიანი. ჩვენი კომპანიის შექმნის დღიდან, დაპროექტებული და დამონტაჟებული გვაქვს სხვადასხვა სირთულის საინჟინრო სისტემები სახელმწიფო და კერძო სექტორში ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა: საავადმყოფოები, ლაბორატორიები, მუზეუმები, ბანკები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, ა.შ.

ჩვენი ჯგუფები აღჭურვილია უახლესი და მოწინავე ტექნოლოგიებით. გვყავს სერთიფიცირებული თანამშრომლები. კომპანიის ინჟინრებსა და პროექტანტებს უტარდებათ ტრენინგები, გავდივართ საერთაშორისო გამოფენებზე სხვადასხვა ქვეყანაში ცოდნისა და ხარისხის გაუმჯობესებისათვის, ახალი მეთოდებისა თუ ტექნოლოგიების შემოტანის მიზნით“, – აღნიშნავენ „კლიმატ სერვის გრუპში“.

მათივე ინფორმაციით, კომპანია მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. მათ შორის შესრულებული აქვს სამუშაოები:

  • საქართველოს პარლამენტში,
  • თბილისის სამედიცინო დახმარების ცენტრებში,
  • თბილისის მერიაში,
  • იუსტიციის სახლსა და არაერთ სამინისტროში.

ცნობისთვის, კომპანია „კლიმატ-სერვისი“  ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან საქმიანობს და მომხარებლებს სთავაზობს მომსახურებას საინჟინრო სისტემების სრული სპექტრს საპროექტო, სამონტაჟო, ხარისხის ზედამხედველობისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით. კომპანიის შექმნის იდეა გაჩნდა 2006 წელს, რომლის მიზანი იყო პროფესიონალ ინჟინერთა და ოსტატთა გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა მაღალი ხარისხის მომსახურებას მოქნილი და კლიენტზე ორიენტიერებული მიდგომით. დაკომპლექტდა რა წამყვანი სპეციალისტებით, “კლიმატ-სერვისის” გამოცდილი გუნდი კომპანიის წარმატების საწინდარია.

კომპანიის მეჯემენტი ისწრაფვის მუდმივი განვითარებისკენ, რომელიც საინჟინრო სისტემების მიმართულებით უახლესი ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების დანერვის გზით, მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებასა და საუკეთესო გადაწყვეტილებების შეთავაზებაზეა ორიენტირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g