LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შუქრუთის მცხოვრებლების დახმარებას შეძლებენ: კელი დეგნანი

60
დეგნანი

სოფელ შუქრუთში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმიანება. მისი განცხადებით, საელჩო ცდილობს შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეძლებენ პროტესტის მონაწილე ადამიანების დახმარებას.

დეგნანის განმარტებით, საელჩოს წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს უკვე შეხვდა და მათი მოთხოვნები მოისმინა.

შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქალებიც შეუერთდნენ და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს

სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მოითხოვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვება შეწყვიტოს, ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობით დაზარალებულებმა 3-მა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

„ამერიკის შეერთებული შტატები არ არის პირდაპირი ადრესატი. საელჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი შეხვდა მათ, ესაუბრა და მოისმინა მათი წუხილი.

ჩვენ ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეძლებენ მათ დახმარებას, რათა ეს საკითხები გადაიჭრას და სასურველი შედეგი მიიღონ. საელჩოს როლი არის მხოლოდ დამაკავშირებელი, შუამავლის როლი.

ასევე, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი რიგზე იქნებიან და მათი წუხილები იქნება მოსმენილი,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

ომბუდსმენი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი შუქრუთელებისთვის კომპენსაციის სამართლიანი სტანდარტის განსაზღვრას ითხოვენ

შუქრუთელების აქციის მონაწილეს რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით დაემუქრნენ

magti 5g