კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ დასჭირდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფოს გამოძახება, რომელიც კოვიდსიტუაციის გამო მათთან მხოლოდ ოთხი საათის შემდეგ მივიდა. მაია ყველას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას.
“ახლა შემიძლია წერა. დღეს მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა ჩემთვის.
დედაჩემს დაეწყო თირკმლის შეტევა, სიცხე ავარდა 40-ზე… დავინახე, რომ მორჩა ყველაფერი, ვუყურებდი, როგორ კვდებოდა. სასწრაფოს ზუსტად 4 საათი და 25 წუთი ველოდე, არ ვიცოდი კოვიდი იყო, თუ რას ჰქონდა ასეთი კრიზი.
ყველა ტიროდა ჩემ გარდა. მე უბრალოდ აზროვნების უნარი დავკარგე და ტირილი რა იყო, არ ვიცოდი…
გამოვიყვანე მდგომარეობიდან, მაგრამ როგორ ბუნდოვნად მახსოვს,
სასწაფოს ვეხვეწებოდი, უგონოა და დამეხმარე-მეთქი და არ გვყავს თავისუფალი მანქანაო. ვერც გავბრაზდი, იმიტომ რომ იმ ხალხსაც ჰყავს შვილები და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ ექიმებს…
ანუ დღეს ჩავხედე იმ რეალობას თვალებში, რომელიც გვჭირს
და ხალხთან ექიმი ვერ მიდის.
მძიმე რეალობაა.
გაუფრთხილდით ოჯახის წევრებს, საკუთარ თავებს, დაიცავით რეგულაციები ზედმეტად ზედმიწევნით.
დამიჯერეთ, ძალიან რთულია, შველას რომ ითხოვ და შველა არ არის იმიტომ, რომ რიგში მერამდენე ხარ კაცმა არ იცის…”
