პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ „ტვ პირველთან“ პირველ კომენტარი გააკეთა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს და თითოეულ თანამებრძოლს, ვინც ამ ხუთი წლის განმავლობაში ინტერესით ელოდა ამ მკვლელობის გახსნას. მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს რეზონანსული მკვლელობა ადამიანებამდე მისულიყო…
ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს, ჩემთვის ახალი არაფერი თქმულა. ხუთი წელია, ამას ვითხოვ…
ველოდები ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკოს მკვლელებს მისჯილი აქვთ სამუდამო პატიმრობა“, – ამბობს იზა ომაძე „ტვ პირველთან“ საუბარში.
ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
