LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით “ოცნების” 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში დაბრუნებას, სხვა შემთხვევაში ეს განაცხადი აფიორა იქნება: მამუკა ხაზარაძე

141
მამუკა ხაზარაძე

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაკეთებულია, “ქართული ოცნება” გამოსულია 19 აპრილის შეთანხმების ფორმატიდან.

როგორც ხაზარაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს, თუ მმართველი გუნდი არ დაბრუნდება 19 აპრილის შეთანხმების ფორმატში, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა იქნება ტრიუკი და აფიორა.

“ველოდებით ოცნების დაბრუნებას ამ ფორმატში, სხვა შემთხვევაში ეს განაცხადი კიდევ ერთი ტრიუკი და აფიორა იქნება, რასაც ნამდვილად არავინ გაპატიებთ უკვე!” – წერს მამუკა ხაზარაძე.

“1.ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაკეთებულია.

2.ოცნება შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსულია.

3.ლელო პირველი შეუერთდა ამ დოკუმენტს და არსად გასულა.

4.ველოდებით ოცნების დაბრუნებას ამ ფორმატში, სხვა შემთხვევაში ეს განაცხადი კიდევ ერთი ტრიუკი და აფიორა იქნება, რასაც ნამდვილად არავინ გაპატიებთ უკვე!”
magti 5g