LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდებით ოქტომბერს: საქართველოს ნაკრების პლეი-ოფის თარიღი ცნობილია

99
KJR-4575

უეფას ცენტრალურ ოფისში აღმასრულებელი კომიტეტი სხდომა გაიმართა. ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარე სეზონის დასრულების გეგმაზე და ახალი სეზონის დაწყების თარიღზე იმსჯელეს. ცნობილი გახდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის გამართვის თარიღი.

უეფას გადაწყვეტილებით, ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოსა და ბელარუსს შორის 8 ოქტომბერს გაიმართება. წყვილში გამარჯვებული გუნდი პლეი-ოფის ფინალში 12 ნოემბერს ითამაშებს. საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის საუკეთესოს შეხვდება. რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, მისი დაწყება კვლავ 3 სექტემბერს იგეგმება.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის დასრულების შემდეგ, უეფას წევრი 55 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების გენერალურ მდივნებს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

“რაც შეეხება 26 მარტს ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას, დღევანდელი მონაცემებით ეს მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში ვიასპარეზებთ. ფინალური შეხვედრა 12 ნოემბრისთვისაა ჩანიშნული. რაც შეეხება მატჩებზე მაყურებლის დასწრებას, ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ გვაქვს. ყველაფერი დამოკიდებულია უეფას რეკომენდაციებსა და ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართული ამ პროცესში და ავიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად ქართველი გულშემატკივარი უკვე სექტემბერში შეძლებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრებას”, – განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 26 მარტის მატჩის ბილეთები ძალიან მალე სრულად გაიყიდა. დაშვების შემთხვევაში, მაყურებელი თამაშზე დასწრებას იმ ბილეთებით შეძლებენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები