ფოთში, გურიის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 11 წლის მოზარდს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ველოსიპედით ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით ქალაქის ჯოსპიტალში გადაიყვნა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.