კონკურსის Comedy Wildlife Photography Awards-2021 გამარჯვებულები დაასახელეს.
ველური ბუნების ყველაზე სასაცილო კადრი გახდა ფოტო, სახელად „ოი“ (Ouch!), რომელზეც სადენზე მჯდომი მაიმუნია ასახული. კადრი კენ ჯენსენმა ჩინეთში, 2016 წელს გადაიღო.
ფოტოგრაფის განცხადებით, კადრის შექმნისას შიმპანზე საკმაოდ აგრესიული იყო, თუმცა წარმატებულმა მომენტმა ფოტო შედევრად აქცია.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის გამარჯვებული ჯილდოდ საფარის უდაბნოში, კენიაში, ერთკვირიან დასვენებას მიიღებს, სადაც კიდევ ბევრი საოცარი ფოტოს გადაღებას შეძლებს.
წლევანდელ კონკურსში ჟიურიმ 7000-ზე მეტი განაცხადი მიიღო და 42 ფინალისტი გამოავლინა. გამარჯვებისთვის იბრძოდნენ ასევე – მოცეკვავე დათვი, გველი რომელიც იცინის, მხიარული ბაყაყი და სხვები.