LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ველური გულის“ ვარსკვლავის ედუარდო პალომოს, იგივე ხუანის ვაჟი, რომელიც გარდაცვლილი მამის ასლია

1573
ხუანი

90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი ლათინო-ამერიკული სერიალებიდან უდავოდ იყო ედუარდო პალომო და მისი გმირი სერიალიდან „ველური გული“. ხუან დელ დიაბლოს როლმა პალომოს საქვეყნო აღიარება და ხალხი სიყვარული მოუტანა. მას ლათინური ამერიკის ქვეყნებში ნამდვილი გულთამპყრობელის სახელი ჰქონდა. სერიალში პალომოს პარტნიორი იყო ედიტ გონსალესი, რომელიც მონიკას როლით, ასევე საოცრად პოპულარული გახდა.

რეალურად პალომომ სერიალებში მონაწილეობა 1981 წელს დაიწყო და ბოლო სერიალი ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა. სწორედ 2003 წელს პალომო მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა, ის მხოლოდ 41 წლის იყო. სწორედო დაქორწინებული იყო მსახიობ კარინა რიკოზე და წყვილს ორი შვილი ჰყავს. ქალიშვილი ფიონა პალომო, მამის გზას გაჰყვა ის დამწყები მსახიობია, ხოლო ლუკა პალომო, სიმღერებს წერს. მედიას წერს, რომ ლუკა საოცრად ჰგავს გარდაცვლილ მამას.

მონიკასა და ხუანის ჯადოსნური სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა – ორივე მსახიობის სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g