LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციამ ტრადიციულ სანტა კლაუსების  რბოლას უმასპინძლა

25

ვენეციამ ტრადიციულ სანტა კლაუსების  რბოლას უმასპინძლა. შეჯიბრი ნავებით გაიმართა და მასში პროფესიონალ გონდოლიერებთან ერთად მოყვარულებიც მონაწილეობდნენ. კონკურსანტები ერთმანეთს სისწრაფესა და მოხერხებულობაში ეჯიბრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საშობაო მარათონში 2009 წლამდე მეთევზეები გამოდიოდნენ, მოგვიანებით კი მათი ადგილი სანტებმა დაიკავეს.

რბოლაში მონაწილეობა სხვადასხვა სტილის ნავს შეუძლია და ერთადერთი პირობა ისაა, რომ მასში 8 სანტაზე მეტი არ უნდა იჯდეს. ბუნებრივია, სანახაობას ყოველთვის ბევრი მაყურებელი ყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები