ვენეციაში ჩასულმა ტურისტებმა ერთ სადილში 1100 ევრო გადაიხადეს. იაპონელმა მოგზაურებმა სან-მარკოს მოედნის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთ რესტორანს სასამართლოში უჩივლეს. ოთხი კერძისა და წყლისგან შემდგარ მენიუში დამსვენებლებს 1100 ევროიანი ჩეკი გამოუწერეს, რაც მათი აზრით სრულიად არარეალური ციფრია.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის რესტორნებისთვის ტურისტებს წარსულშიც არაერთხელ უჩივლიათ და მიზეზი მაშინაც ზედმეტად გაბერილი ფასები იყო. ქალაქის მერის განცხადებით კი როცა მოგზაური ვენეციაში ჩადის, ფულის დასახარჯადაც მზად უნდა იყოს, ამიტომ მსგავსი პრეტენზიები სრულიად მიუღებელია.