LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვენეციის კინოფესტივალის” გამარჯვებულები დასახელდნენ

109
Nomadland-Venice-Film-Festival

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული კინომოვლენა, „ვენეციის საერთაშორისო ფესტივალი“ დასრულდა. კინოფესტივალის 2020 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი პრიზი, „ოქროს ლომი“ ჩინელი რეჟისორის ქლოი ჩჟაოს ფილმს, Nomadland გადაეცა. ფილმი ქალზე მოგვითხრობს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა და იძულებულიგახდა ბორბლებიან სახლში იცხოვროს. ფილმში მთავარ როლებს ფრანსის მაკდორმანდი და დევიდ სტრეთჰაირნი ასრულებენ.

რაც შეეხება დანარჩენ გამარჯვებულებს, ,,საუკეთესო რეჟისორად“ ჟიურიმ კიეში კუროსაბა დაასახელა ფილმისთვის „ჯაშუშის ცოლი“. პრიზი მიშელ ფრანკოსაც გადაეცა, ფილმისთვის „ახალი წესრიგი“. ,,წლის საუკეთესო მსახიობ კაცად“ იტალიელი მსახიობი, პიერ ფრანჩესკო ფავინო დასახელდა, ,,საუკეთესო მსახიობი ქალის“ ტიტული კი ბრიტანელმა ვანესა კირბიმ მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის 2020 წლის კინოფესტივალი გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართა, მსახიობებსა და დამსწრე საზოგადოებას ვირუსისგან დამცავი პირბადეები ეკეთათ.  წლევანდელი ფესტივალის ჟიურის ქეით ბლანშეტი ხელმძღვანელობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები