LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენესუელის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკეტეს მთავარი გზა, რომლითაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება შედის

1549511122-985FA92B-5953-40B0-BC0B-F203B90E6E32-1024x639

ვენესუელის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკეტეს მთავარი გზა, რომლითაც ქვეყანაში მეზობელი კოლუმბიიდან ჰუმანიტარული დახმარება შედის. ვენესუელისა და კოლუმბიის სასაზღვრო ქალაქების დამაკავშირებელი ხიდი ტვირთებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით არის ბლოკირებული. 

კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკეტილია ლა გუახირას რაიონში მდებარე მეორე საკონტროლო-გამშვები პუქნტიც.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვაშინგტონმა ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარება დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს თხოვნის საფუძველზე გაგზავნა.

„ვენესუელელ ხალხს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. აშშ და სხვა ქვეყნები დახმარებას ცდილობენ, თუმცა ვენესუელის შეიარაღებული ძალები მადუროს განკარგულებით ბლოკავენ ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებს,“ – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „ტვიტერში“.

გაერომ ვენესუელის ხელისუფლებას მოუწოდა, ჰუმანიტარული დახმარების პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს.

ნიკოლას მადურო ვენესუელაში ჰუმანიტარული კრიზისის არსებობას უარყოფს და ეკონომიკური პრობლემების მიზეზად, საერთაშორისო სანქციებს ასახელებს.

4 თებერვალს სიტყვით გამოსვლისას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელელები „მათხოვრები“ არ არიან და ის ქვეყნის დამცირებას არ დაუშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები