ვენსან კასელი და ტინა კუნაკი საზოგადოებაში ერთად არც ისე ხშირად ჩნდებიან, თუმცა ამ დღეებში ფრანგი მსახიობი და მისი ახალგაზრდა რჩეული კანის კინოფესტივალზე ფილმის „მზის გოგონები“ პრემიერას დაესწრნენ.
კასელი და კუნაკი წითელ ხალიჩაზე გრძნობებს არ მალავდნენ. 21 წლის მოდელმა ღონისძიებისთვის ვერცხლისფერი კაბა შეარჩია, ღრმა დეკოლტეთი და თეძოსთან ჭრილით. ვენსანმა კი არჩევანი კლასიკურ სმოკინგზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად 2015 წლიდან არის, ერთმანეთი მათ იბიცაზე დასვენების დროს გაიცნეს.