ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გოგინავამ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„ვერ გავქაჩე ფინიშამდე, მეც “გამაწითლეს”
“, – წერს სოციალურ ქსელში ინფექციონისტი.
„მალე გამოჯანმრთელდი, გვჭირდები, საუკეთესო ექიმი ხართ, მალე დაგვიბრუნდით, მალე გამოჯანმრთელდი შვილო, მე შენი იმედი მაქვს, როგორი ღიმილითაც შეხვდი, ისეთიე ღიმილით გააცილე ეს ვირუსი“, – წერენ სოციალურ ქსელში ექიმის მეგობრები და ყოფილი პაციენტები.
ცნობისათვის, ინფეციური საავადმყოფოს ექიმმა პანდემიის დაწყებიდან უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედის იყო თენგიზ ცერცვაძის პირადი ექიმიც, რომელმაც კორონავირუსის დამარცხება უკვე მოახერხა.
